ზურაბიშვილი გამოსახლებაზე: მიუღებელია მევახშეების წახალისება

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება.

„მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეეების წახალისება!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ  ზამთარში ოჯახის გამოსახლება ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.


კეკელიძის  N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარი სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნეს.

ბინის ერთ ოთახში შეკრებილი იყვნენ ოჯახის მხარდამჭრები და შესასვლელი კარი ავეჯით ჰქონდათ ჩახერგილი, თუმცა კარი შეამტვრიეს.

ხატიაშვილებთან მხარდასაჭერად მისული ადამიანები  ბინიდან ძალით გაიყვანეს.