პრეზიდენტი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეხმაურება და წერს, რომ  ზამთარში ოჯახის გამოსახლება ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!“, – წერს პრეზიდენტი პირად გვერდზე.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახს ასახლებენ მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი. ადგილზე მივიდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

გამოსახლების ხელშესაშლელად კეკელიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, აქტივისტები და მხარდამჭერები. ისინი ცდილობენ, გამოსახლების პროცესის დაწყებას ხელი შეუშალონ. ისმის შეძახილები „მონა“, „წადით, წადით!“.

აქციაზე, სავარაუდოდ, დაკავებულია 3 პირი.