ზურაბიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო

პუბლიკა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მოსული უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი.

ამ დროისთვის, გადარჩენილია ერთი მოქალაქე,  ნაპოვნია 4 ცხედარი, ეძებენ 5 პირს – ამბობენ სამაშველო სამსახურში.