ზურაბიშვილი: მშვიდობის ნაბიჯი ახლა მხოლოდ ერთია - პოლიტპატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!

პუბლიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოსთვის მშვიდობისკენ გადადგმული მხოლოდ ერთ ნაბიჯი არსებობს – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

„ვინც როგორ არ უნდა აფასებდეს დღევანდელ მოვლენებს, ერთი ფაქტია, მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა უკვე! და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა! მშვიდობის ნაბიჯი ეხლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!” – წერს იგი.

გუშინ გუშინ ქართული ოცნების პოლიტიკურ პატიმრებს კიდევ ერთი, მასწავლებელი ქალი, ნინო დათაშვილი შეუერთდა. მას 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.