ზურაბიშვილი უწინდებურად პარაზიტობს რუსული თემით - ზურაბიშვილი

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი „ტელეგრამში“ წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც „ძლივს გადაურჩა იმპიჩმენტს, საქართველოში მცხოვრები რუსები ადარდებს“. ის პრეზიდენტის განცხადებებს ბოდვას უწოდებს.

„ზურაბიშვილი უწინდებურად პარაზიტობს რუსული თემით. ქალბატონი, რომელიც ძლივს გადაურჩა იმპიჩმენტს, ახლა საქართველოში მცხოვრები რუსები ადარდებს, რომლებიც „მტრის ენაზე საუბრობენ“. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთთან სრულფასოვანი ომის განახლების წინაპირობას და გამოდის რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოვლის წინააღმდეგ. სხვა სახელს ამ გამოთქმებს ვერ დაარქმევ, თუ არა ბოდვას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ეს ესმით“, – წერს კარასინი.

საქართველოს პრეზიდენტმა CBS NEWS-ის გადაცემა „60 წუთთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსები საქართველოში ნიადაგს ამოწმებენ“ და „გამაღიზიანებელია, როცა ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და სჯერა, რომ საკუთარ სახლში არიან“.