ზურაბიშვილის სასახლის „დამოქლომების" მიზნით აქტივისტები არიან შეკრებილნი

პუბლიკა

მოძრაობა „გაბედეს” აქტივისტებმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის ჭიშკარზე ბოქლომის დადება უნდათ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლებს.

აქტივისტების თქმით, ისინი ამით კანონს არ არღვევენ და ბოქლომის დაკიდება სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მათი თქმით, ამით რეზიდენციის ბლოკიება არ მოხდება.

„ამხელა ბიძინა დავაბოქლომეთ და ეს სალომე რა გახდა, მოგვეცით საშუალება“, – აცხადებს აქციის წევრი.

საბოლოოდ მათ ბოქლომი ჭიშკრისს ნაცვლად, ღობეზე ჩამოკიდეს.