ზურაბიშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ხელი მოაწერა

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კანონპროექტს მედიასაშუალებები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ, ვინაიდან პროექტით, „იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით”.

მედიაკოალიცია აღნიშნავს, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. კოალიცია მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე.