ზურაბიშვილს გვარამია არ შეუწყალებია - სასჯელაღსრულება

პუბლიკა

როგორც „პუბლიკას” პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამია არ შეუწყალებია.

რამდენიმე საათის წინ ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით  10 მსჯავრდებული შეიწყალა, ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები იმის შესახებ, იყო თუ არა გვარამია მათ შორის.


2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო რიგ ბრალდებებში და შეუფარდა 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.