ზუსტად ვიცით, რომ მართულია - მდინარაძე შეზუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეზღუდვების წინააღმდეგ კანცელარიასთან გამართული აქციები მართულია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მივიდა ის კანცელარიასთან და რატომ არ შეხვდა აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეზღუდვების წინააღმდეგ აქციების მართავენ, მდინარაძენ უპასუხა, რომ მან ზუსტად იცის, აქცია არის მართული.

„იქ, აქციაზე შეიძლება არაერთი გულწრფელად მოფიქრალი ადამიანიც იყო, მაგრამ, ზუსტად ვიცით, რომ გვაქვს მართულ, კონკრეტულ ღონისძიებებთან საქმე. სტიმული, კატალიზატორი – ოპოზიცია ამ კონტექსტში შემთხვევით არ მიხსენებია“, – თქვა მან.

მისი თქმით, ყოველი 10 000 ტესტიდან, თუ დინამიკაში ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში 400 შემთხვევაზე ნაკლები იქნება, მაშინ შესაძლებელია, დაიწყოს საუბარი, რომ მიიღონ უფრო თამამი გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან მიმართებით.

„თუ ეს ტრენდი გაუარესდა 4%-ს ზემოთ, ამის შემდეგ რისკფაქტორები იმატებს  და ფუფუნება იმისა, რომ გავხსნათ, აღარ გვექნება. რისკებს შეიცავს“, – თქვა მდინარაძემ.


კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვებს მოქალაქეები კანცელარიასთან უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, უნდა შემსუბუქდეს აკრძალვები, რომლებიც განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამიანთა უფლებებს. მათი მოთხოვნებია: შემსუბუქდეს კომენდანტის საათი; შემცირდეს საათობრივი შეზღუდვა და ქვეითად მოსიარულეებისათვის თავისუფალი იყოს გადაადგილება; განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და სხვა.