ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე პროკურატურის შენობასთან დააკავეს

პუბლიკა

გენერალური პროკურატურის შენობასთან აქცია-პერფორმანსის გამართვისას ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს. ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდნენ და პროკურატურის ეზოში ბოტასები ისროლეს, რადგან მათი თქმით, შოთაძის დაბრუნება პროკურატურაში ოთარ ფარცხალაძის დაბრუნებას ნიშნავს.

ფეხსაცმელების სროლის შემდეგ საპატრულო პოლიციამ ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავა.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს.