ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს - მას შესაძლოა 4-დან 7 წლამდე პატიმრობა დაემუქროს

პუბლიკა

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული, – ამის შესახებ „პუბლიკას” ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც მათ შორის პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამ მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატიანს ბრალდება ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია, შესაბამისად, არაა დაზუსტებული რომელი პუნქტით წარუდგენენ მას ბრალს.

რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.