საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს „მოამბის” 18-საათიანი გამოშვება პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა წაიყვანა.
სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ სხვა წამყვანებმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერში ჩანაცვლებაას არ დათანხმდნენ. „პუბლიკა“ მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
4 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 საათიან მოამბეს აღარ წაიყვანდა.
მან სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა არხის ხელმძღვანელობის წერილი, რომელშიც აღნიშნულის მიზეზად სახელდება „მოამბის“ პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.
როგორც ტელეწამყვანი წერდა, არხის ოფიციალური პოზიციით „არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება საინფორმაციო გამოშვება „მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება.“
იქამდე, 30 იანვარს, მაია ჭუჭულაშვილმა უარი განაცხადა 18 საათიანი მოამბის პროდიუსერის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებაზე, რომლის წამყვანიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი იყო. მას შემდეგ, რაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ არხზე არის გავლენები, არ ისხმის ხალხის ხმა.
ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ის წამყვანია, რომელიც ეთერიდან ღიად უცხადებდა მხარდაჭერას „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ითხოვდა მის გათავისუფლებას.