19:00 საათის მონაცემებით, ოცივე მუნიციპალიტეტში ვიგებთ - ირაკლი კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათ აქვთ 19:00 საათის მონაცემები, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში იგებს.

„შემოსულია მონაცემები ჩვენი პარტაქტივისგან 19:00 საათის მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში.

თუმცა, კიდევ რჩება დაახლოებით 45 წუთი და, რა თქმა უნდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. საჭიროა ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა, ამისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

დღეს საარჩევნო უბნებიდან პარტაქტივისგან მიღებულ მონაცემებზე საუბრობდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძეც. მდინარაძე ამბობდა, რომ ორ მუნიციპალიტეტში „ოპოზიციის კანდიდატების მონაცემები „ოცნების“ კანდიდატთა რეიტინგს უახლოვდებოდა.