20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში რჩება

პუბლიკა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

„პუბლიკას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, რომ თამლიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბესიკ თამლიანი 20 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა ან მასში მონაწილეობის მუხლის საფუძველზე დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.