2019 წლის 7 თვეში ნერწყვის ნარკოტესტებით 346 მძღოლი გადამოწმდა

პუბლიკა

2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 7 თვის განმავლობაში, ნერწყვის სკრინინგული ტესტის საშუალებით გადამოწმდა 346 მძღოლი, საიდანაც 231 პირი წარდგენილ იქნა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. წარდგენილ პირთაგან 203 პირს ბიომასალის (შარდის) კვლევით დაუდგინდა დადებითი შედეგი, 188-ს კი – კლინიკურად, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება, – ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრის (EMC) ანგარიშში, რომელიც საქართველოს ნარკოპოლიტიკის 2019 წლის ტენდენციებს მიმოიხილავს.

როგორც EMC აღნიშნავს, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ავტოტრანსპორტის მძღოლების ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნის გადამოწმების ახალი წესის ამოქმედებას 2019 წლის ნარკოტესტირების მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია, არამედ, ზოგადად, ქუჩის ნარკოტესტირების სტატისტიკა გაიზარდა.

რაც შეეხება ნარკოტესტირების სტატისტიკას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს მკვეთრად გაზრდილია ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ტესტირებისთვის გადაყვანილ პირთა საერთო რაოდენობა. ასევე, მცირედით არის მომატებული ტესტირებაზე წარდგენილ პირთა შემოწმების დადებითი შედეგის მაჩვენებელი. შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა 36%- ს კი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა.

LB loan image desktop LB loan image mobile