„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას უბედურ შემთხვევაზე, რომელმაც ცოლის, დედის და ჩვენი კოლეგის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. პოლიციასთან სრულად ვთანამშრომლობ“, – ასე გამოეხმაურა მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე დღეს დილით მომხდარ უბედურ შემთხვევას Twitter-ში.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ალეკ ბოდუინმა ფილმის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსა კი დაიჭრა.