ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება - ვიოლა ფონ კრამონი სახელმწიფო ინსპექტორზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე საქართველოს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ამ პერიოდში ხდება.

„ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება. საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს”, – წერს ის.