4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების პირობები შემდეგია: 1 წელი საპატიმრო სასჯელი, 3 წელი – პირობითი სასჯელი. გვენცაძე საპატიმროს დაახლოებით 2 კვირაში დატოვებს. საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ დაამტკიცა.
4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურა ნიკა გვენცაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ივნისში მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ჯამში ბრალდებული იყო 64 ადამიანი. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.