კახაძე: ნუ ვილაპარაკებთ პირისპირ, განზე ელაპარაკეთ ერთმანეთს, მაგრამ აზრი აქეთ წამოვიდეს!

პუბლიკა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ მსჯელობენ. კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტარმა, ლადო კახაძემ დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე მოუწოდა მოსახლეობას აცრისკენ.

„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა მოქმედი კანონის თაობაზე. მწეველების 86.7 %-მა მადლობა გვითხრა და თანხმობა განგვიცხადა ამ კანონის მზრუნველობით ამოქმედებისთვის, მათივე ჩართულობით. 87% მე რომ ნიღბის ტარებაზე და აცრაზე დავითანხმო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მზაობა იქნება ჩვენს საზოგადოებაში. მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით და ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ამ ვირუსის აცილებაში მოგვეხმარება – ეს არის ნიღაბი და წესიერად ვატაროთ ის. ერთმანეთს ნუ მოვერიდებით და მივუთითოთ. ერთმანეთთან ძალიან ახლოს ნუ ვილაპარაკებთ. პირისპირ არა, განზე ელაპარაკეთ, მაგრამ აზრი აქეთ წამოვიდეს და ძალიან ბევრი ნუ შევიკრიბებით.“ – განაცხადა ლადო კახაძემ.