6 ნოემბერს 6 საათზე ეცდებიან, შეკრიბონ 6 000 კაცი, მათი კოდი გაშიფრეს - კობახიძე ოპოზიციაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე საუბრისას აცხადებს, რომ მათ არ აქვთ არც მასშტაბური აქციების და არც არჩევნების მოგების რესურსი.

„6 ნოემბერს 6 საათზე შეიკრიბებიან, ეცდებიან, 6 000 კაცი შეკრიბონ, მათი კოდი გაშიფრეს. ეს არის მათი რეალური სახე, ხომ? შეეცდებიან რაღაცების გაკეთებას, მაგრამ ყველა ხედავს, რომ არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების და არც არაფრის. ჩვენ ძალიან მალე გადავერთვებით საერთოდ სხვა დღის წესრიგზე და ამ პოლიტიკური ძალის ხსენება აღარ იქნება საერთოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია 6 ნოემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს. მანამდე აქციები მიმდინარეობს რუსთავსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ოპოზიციონერები და აქტივისტები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და ამასთანავე არ ცნობენ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს.