77 გარდაცვლილი და 4 445 ინფიცირებული - 12 ნოემბრის კორონავირუსის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 782 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 508, გარდაიცვალა 77 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 508 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 708 820.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 816 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი  – 1 704 შემთხვევა, აჭარა – 124, იმერეთი – 868, ქვემო ქართლი – 321, შიდა ქართლი – 431, გურია – 91, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 283, კახეთი – 314, მცხეთა-მთიანეთი – 115, სამცხე-ჯავახეთი – 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.