2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა - ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ მებრძოლებზე

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, 9 აპრილს, უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომში, ამ დრომდე დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს 4 მოქალაქე იყო დაღუპული, მათგან სამი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და დავით გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.