თბილისის აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი ჩამოასვენეს

პუბლიკა

დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი ჩამოასვენეს.

დავით გობეჯიშვილის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, საქართველოს მოქალაქეები დახვდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი 26 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენთან, ბრძოლაში დაიღუპა.

გობეჯიშვილის გარდა, რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა.