უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები თბილისში ჩამოასვენეს

პუბლიკა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს, 24 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვენეს.

მებრძოლებს ოჯახის წევრებთან ერთად აეროპორტში მოქალაქეები დახვდნენ სანთლებით და დროშებით და მუხლმოდრეკით მიაგეს პატივი დაღუპულებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. დაღუპულებს პატივი აეროპორტთან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიაგო. ადგილზე ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ან რომელიმე მინისტრი არ გამოჩენილა.

აეროპორტიდან გია ბერიაშვილის ცხედარი თემქის სასაფლაოზე, ეკლესიაში გადაასვენეს, დავით რატიანის ცხედარი კი – სახლში. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ბერიაშვილი და რატიანი 18 მარტს კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ირპინის ფრონტზე დაიღუპნენ რუსული დაბომბვის შედეგად.