მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის ფაქტები - IRCT

პუბლიკა

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IRCT) ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„შოკირებულები ვართ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს, წამებისა და არასათანადო მოპრობის შესახებ ცნობებით“, – წერს IRCT.

საერთაშორისო ორგანიზაციის ადვოკატირების დირექტორის, ასგერ კიაერუმის თქმით, ბავშვების უფლებების დაცვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

„ნებისმიერმა ინსტიტუტმა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ბავშვებზე ზრუნვაზე, უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები. თუმცა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა რეგულარული მონიტორინგითა და ძალადობის აღკვეთით“, – აცხადებს კიაერუმი.

საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ პანსიონში გაუპატიურების მუხლით 4 საქმეა აღძრული, ეკლესია კი უზღუდავს სახელმწიფო უწყებებს იქ არსებული სიტუაციის შესწავლას.IRCT მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულყოფილად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, გამოიძიონ პანსიონში წამებისა და ძალადობის შემთხვევები. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს პანსიონის აღსაზრდელთა სრულყოფილი რეაბილიტაცია და მათი დასჯა, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი.