Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 585 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გარდაიცვლა 11 ადამიანი.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 953 პირი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 073 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 101 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 370 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 8, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 572 საიდანაც: 2 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 398 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 5 266 პირი ემსხვერპლა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი 363 522-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა სულ 349 658 პირი.