კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

პუბლიკა

ციციშვილის კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში სუნთქვის აპარატზე მყოფი ჩვილის მდგომარეობა დასტაბილურდა და აპარატიდან მოხსნილია.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 ბავშვია მოთავსებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 2 617 ადამიანი დიანფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 869, ხოლო გარდაიცვალა 9 ადამიანი.