„პუბლიკა“ აცხადებს კონკურსს სიღრმისეული ჟურნალისტური პროდუქტის შესაქმნელად.
თემა: covid 19 და ჯანდაცვა
პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას სიღრმისეული/მოკვლევითი ხასიათის მულტიმედია პროდუქტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს განაცხადი, რომელშიც აღწერილი იქნება საკონკურსო იდეა, სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი.
ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 2500 ევროს
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი.
განაცხადები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@publika.ge
პროექტი „ონლაინ ჟურნალისტიკა, სიღრმისეულად“ მიზნად ისახავს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი ქვეყნის დამოუკიდებელ ონლაინმედიებს 3.5 წლის განმავლობაში მისცეს შესაძლებლობა და დაუფინანსოს ერთობლივი ტრანსსასაზღვრო პუბლიკაციები შემდეგ სამ თემაზე: კლიმატის ცვლილება, ჯანმრთელობა/COVID-19 და ინფორმაციული საზოგადოება. პროექტს ახორციელებენ n-ost (გერმანია), Publika (საქართველო) და Zaborona (უკრაინა), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@publika.ge
ტელ: 555 43 42 90