პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ განხილვის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამმოსვლა გახდა და არა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
„დღეს და ხვალ, სავარაუდოდ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, რაც ჩემთვის სამწუხაროა, რადგან რეალურად, ეს პერიოდი იმ საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და რასაც აბუჩად იგდებენ, რომ სახურავებზე და გზებზე ხომ არ ვილაპარაკებთო. დიახ, სახურავებზე და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა საქართველოში სააკაშვილი. თუ ჩამოვიდა, სახელმწიფო აბსოლუტურ უსუსურობას იჩენს და ამტკიცებს, რომ ე.ი. საზღვარი ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს და შეიძლება, შეხვიდე-გამოხვიდე, თუმცა არც საპირისპირო გამიკვირდება, რომ ეს იყოს ტყუილი, რადგან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბევრი დაპირება გამიგია, რომელიც შემდეგ არ შესრულებულა“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს არჩევნების წინა დღეს მედია კონცეტრირებულია სხვა საკითხზე და არავინ საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებზე.