ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

პუბლიკა

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორი ესაუბრა. მისი თქმით, ბავშვი შაბათს გარდაიცვალა.

„ის იყო თანდაყოლილი ქრომოსომული პათოლოგიით. ძალიან მცირე წონის იყო. აღინიშნებოდა ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი. კოვიდის დადასტურებიდან დაახლოებით მეექვსე დღეს არის ჩვენთან შემოსული, მანამდე შევიდა სხვა კლინიკაში და იქიდან გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში“, – ამბობს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.

ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 80-მდე ბავშვი მკურნალობს მშობლებთან ერთად. აქედან მხოლოდ 2 მშობელი არის ერთჯერადად ვაქცინირებული, დანარჩენები არიან აცრილები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 867 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 30 პაციენტი.