„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებისთვის მზადებას იწყებს, – ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.
„უნდა დავიწყოთ მზადება დიდი აქციისთვის, სრულიად საქართველო უნდა დადგეს ფეხზე აქედანვე დავიწყოთ დაორგანიზება, ერთმანეთთან შეხმიანება.
მომწერეთ პირადში სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. სრულად მობილიზებულები დაველოდოთ კონკრეტულ თარიღს. ბრძოლა იქნება ბოლომდე.
თავისუფლება მიშა სააკაშვილს”, – წერს ხაბეიშვილი.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.