2 410 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი | კორონავირუსის 6 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, გამოვლინდა ინფიცირების 2 410  ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 კიდევ ადამიანი. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 262 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 656 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.31%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 516 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა
  • აჭარა – 113
  • იმერეთი – 479
  • ქვემო ქართლი – 151
  • შიდა ქართლი – 125
  • გურია – 74
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 270
  • კახეთი – 374
  • მცხეთა-მთიანეთი – 49
  • სამცხე-ჯავახეთი – 47
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 001 საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 429, აჭარაში – 348, იმერეთში – 902. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 პირი, მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 96, იმერეთში – 291. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი,  მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 26, იმერეთში – 28.