აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, ახლა საქმეზე კონცენტრირებაა საჭირო - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პუბლიკა

„აღარ მინდა უბრალოდ პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო“,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და დღევანდელი აქციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას.

„თქვენ როგორ ხედავთ, იკითხეთ სააკაშვილი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და მათ შორის ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც თუ რა თქმა უნდა ისე მოხდებოდა, განვითარდებოდა როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, მადლობა ღმერთს ჩვენს ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას.

რაც შეეხება ზოგადად მოწმოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის რომ ეს ყველას საერთო სურვილი არის, ჩვენი სურვილიც არის რომ ერთ დღეს ეს ადამაინები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებებზე და მართლაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, თუ ეს მოხდება ეს მხოლოდ გამიხარდება“,- განაცხადა ღარიბასვილმა შეკითხვაზე პასუხად თუ როგორ აფასებს ნაწილი სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკურ შერიგებასთან დაკავშირებულ განცხადებებს.