ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ვაქცინირებულსა და არავაქცინირებულს განასხვავებს.
სერგეენკოს განცხადებით, ეპიდვითარება უარესდება და საჭირო გახდება აცრისთვის ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
მისი თქმით, ტალღების თვლას აზრი აღარ აქვს.
„ქუჩაში ქადაგად დავეცეთ და ყველას ვთხოვოთ, რომ პირბადე ატარონ სწორად და არა ნიკაპზე. ნიღაბი იცავს და რისკს ამცირებს“, – თქვა მან.
სერგეენკო აცხადებს, რომ შეზღუდვების დაცვა და აცრა პანდემიის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებებია.
„მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების განუხრელი აღსრულება და შესრულება. პრობლემის შესარბილებლად ქვაკუთხედი მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირებაა. უკვე ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს. არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება ის შეზღუდვები სელექტიურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს. სავალდებულო აცრებს მნიშვნელობა მაშინ ექნება, თუ მას შესაბამისი აღსრულება ექნება. მხოლოდ რეგულაციაში ასახული სავალდებულოობა საკმარისად ეფექტური არ იქნება.
ახლა უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციილად ჟღერდეს – უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირი იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული ნიშნით და რისკჯგუფების სავალდებულო აცრისთვის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს განცხადებას „პირველი არხი“ ავრცელებს.