გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გიორგი მიქელაძე. მისი თქმით, ადვოკატებთან ერთად იგეგმება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა.
„როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. დღეს ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და საჭიროებიდან გამომდინარე გამოკითხვის შემდეგ შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
გლდანის ციხესთან მივიდა უკვე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. როგორც ცნობილია უნდა მივიდეს ასევე „მთავარი არხის“ დირექტორი და მიხეილ სააკაშილის კიდევ ერთი ადვოკატი – ნიკა გვარამია. ისინი ერთად შევლენ გლდანის ციხის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილთან.
როგორც მედიისთვის ცნობილია, გლდანის ციხეში დღეს უნდა მივიდეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ასევე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.