თუ პროცესს გამართავენ, ხვალ, 1 საათზე შევიკრიბებით სასამართლოში - ნიკა მელია

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ მიმართა.

მან რამდენიმე აქცია დააანონსა ხვალისთვის და თქვა, რომ 11-საათიანი აქციების შემდეგ ისინი გაემართებიან საქალაქო სასამართლოს ეზოში.

„პირველ საათზე, თუ რაიმე არ შეიცვალა, (მტერი ენდო მათ), ამ წუთის მდგომარეობით, იმართება მიხელ სააკაშვილის სასამართლო, წესით და რიგით, უნდა გადმოიყვანონ დარბაზში, სასამართლოში, მაგრამ 11-საათიანი აქციების შემდეგ, როდესაც დადასტურდება, რომ პროცესი ნამდვილად იმართება, გადავალთ დიღომში და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და ძალიან მშვიდები“, – თქვა მელიამ.


ნიკა მელიამ უწყვეტი აქციები გუშინ, 8 ნოემბერს დააანონსა.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, აქციები იქნება, სანამ:

  1. „მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამედიცინო დაწესებულებით;
  2. მერე არ იქნება გათავისუფლებული;
  3. არ იქნება მიტაცებული არჩევნები დაბრუნებული“.