გორში დაკარგული მოზარდი ბათუმში იპოვეს. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ მოზარდს ბათუმში მიაკვლია. 12 წლის მოზარდი თავს უვნებლად გრძნობს.
არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.