დააკავეს ნაგავსაყრელის 4 თანამშრომელი, ისინი გადაყრილ ხორცპროდუქტებს ყიდდნენ – საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი.

როგორც უწყება წერს, საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე.

  • 270238539-2128049874018684-6570783122895556174-n

  • 270563721-2128049167352088-6715593199075654074-n (1)








  • 01
    /