დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა - სამინისტრო

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა.

უწყების ცნობით, მასში მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას.

„ცნობილია, რომ დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის და მისი მემკვიდრეების ინიციატივით, ევროპის დიდი სასახლეების მსგავსად, ზუგდიდშიც მთავრისეულ რეზიდენციაში ტრადიციული საშობაო მეჯლისი ტარდებოდა. ეს მოვლენა იმდროინდელი საქართველოს ულამაზეს სანახაობას წარმოადგენდა. დღესასწაულზე დედოფლისა და მისი შვილების თანხლებით მოსახლეობა ბენგალური ცეცხლისა და ფოიერვერკების შოუსაც ესწრებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ტრადიცია მოიშალა. მძიმე მდგომარეობაში იყო უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეც…

ასევე, პირველად, რეზიდენციის ეზოში ორასამდე წყვილი იცეკვებს, გაიჟღერებს ვალსის მეფედ წოდებული იოჰან შტრაუსის მიერ ნიკო დადიანისადმი მიძღვნილი ნაწარმოებიც.

ღონისძიების სცენარი საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმმა საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. მეჯლისის სატელევიზიო გადაღებას ხელმძღვანელობს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თავისი გუნდით, ხოლო ორგანიზებას უწევს ანი პირველი.

მეჯლისი ტელეკომპანია „იმედის” ეთერში შობის ღამეს გავა”, – ნათქვამია განცხადებაში.