ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი - თოლორაია

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონზე ვეტოს დადება მნიშვნელოვანი აქტი იქნებოდა.

როგორც მან ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა, ეს იქნებოდა მესიჯი, “რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით უფრო მეტად ფიქრობენ”.

“შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმანაც, რომ საქართველოს პარლამენტმა წინასწარ გამოაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი აზრი ამ ვეტოს არ ექნებოდა და ის იქნებოდა დაძლეული. თუმცა, ამ სამსახურისთვის და ზოგადად, ადამიანის უფლებების სფეროსთვის ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით უფრო მეტად ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს აქტი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი”, – თქვა თოლორაიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ხელი მოაწერა.