უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, სადაც მან უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრაზე ისაუბრა. „ერთია, რომ თუკი ეს მცირე შეჭრა იქნება, ჩვენ შემდეგ მოგვიწევს კამათი იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და რა – არა“, – თქვა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.
“მინდა გავახსენო დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ამას ვამბობ როგორც დიდი ძალის, უკრაინის პრეზიდენტი.” – წერს ზელენსკი Twitter-ის გვერდზე.
We want to remind the great powers that there are no minor incursions and small nations. Just as there are no minor casualties and little grief from the loss of loved ones. I say this as the President of a great power ??
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 20, 2022