აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამ ქვეყანას – ესტონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას უკრაინაში ამერიკის დახმარების ჩატანა დაავალა. დახმარება გულისხმობს ანტისატანკო და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას. ამის შესახებ შაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
ბლინკენმა დასძინა, რომ მან დააჩქარა და დაამტკიცა NATO-ს სამი წევრის მიერ ამ თავდაცვითი დახმარების აღმოჩენა უკრაინისთვის, რათა უკრაინა უკეთ მოემზადოს და აღიჭურვოს რუსეთის შესაძლო პროვოკაციისგან თავის დასაცავად.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ბალტიის სამ ქვეყანას უკრაინის მხაარდაჭერისთვის. „ამერიკის ხმის“ თანახმად, ბლინკენმა სამხედრო დახმარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ერთ დღეში დაამტკიცა.