შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მოძალადე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ.
„ორი პოლიციელის დაკავებით პრობლემა არსად არ წავა. ეს არის სისტემური დანაშაული. ეს არის „ოცნების“ ძალადობრივი მმართველობის შედეგი. გუშინ რომ არ გამოქვეყნებულიყო ეს კადრები, ამ პრობლემას მოქალაქეები ვერ გაიგებდნენ. ჩვენ ვიცით ბევრი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები საუბრობენ პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე… სისტემაში არის პრობლემა, ეს არის „ოცნების“ ძალადობრივი მმართველობის შედეგი, მთავარია, შეიცვალოს სისტემა“, – ამბობს „მთავარის“ ეთერში აქციის მონაწილე თამთა გოგოლაძე.
24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.
„ხელი გაუშვით, ყრუ-მუნჯია“, – ეუბნებიან პოლიციელს კაცის თანმხლები პირები.
„ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმის პოლიციელის რეპლიკა.
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.