მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე - ნათელაშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით პარლამენტში შევა.

„ძვირფასო მეგობრებო, პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა.

მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ეს რეალიები, ხალხი, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი და მზად ვართ, შევეჭიდოთ იმ ფრონტს, რომელსაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლეოსობის სახით, თუნდაც ერთი ვიყოთ, თუნდაც მარტო ვიყოთ …”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას.