წულუკიანი: ვფიქრობდი, რომ 2024 წელს ხელისუფლების შეცვლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ამათი შემყურე დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ ომის პარტია უწოდა და განაცხადა, რომ მათ მომავალი არ აქვთ.

„მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდება წარსულს ეს ხალხი. პარტია, რომელიც ხდება ომის პარტია, რომლისთვისაც სულ ერთია ჩვენი შვილები დაიხოცებიან, თუ არ დაიხოცებიან. ჩვენი შვილები იტირებენ, თუ არ იტირებენ, რა თქმა უნდა მათ მომავალი არ აქვთ და ამას მომავალ არჩევნებზე კიდევ ერთხელ მათ ვაჩვენებთ, თუმცა მე სულ ვფიქრობდი აქამდე, რომ 2024 წელს ხელისუფლების შეცვლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ამათი შემყურე კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.