პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი მოქალაქეს ფულის სანაცვლოდ დასაქმებას დაჰპირდა - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოტყუებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,  ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ 1 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში. ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის – 1 500 აშშ დოლარის აღების ფაქტზე”, – ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.