სტრიტ-არტისტი ბენქსი ადასტურებს, რომ ბრისტოლში ერთ-ერთი სახლის კედელზე ვალენტინობის დღეს შესრულებული ნახატის ავტორი თავად არის.
სტენსილზე გამოსახულია გოგონა, რომელიც შურდულს ესვრის წითლად აფეთქებულ სუროს.
ნამუშევრის ფოტო ბენქსიმ თავის ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.
„ვალენტინობის დღეს ეს, მართლაც, განსაკუთრებულია და არაჩვეულებრივი, ფლობდე ამ ნამუშევარს 3D-ში, თავისი ყვავილებით“, – ამბობს BBC-ისთან სახლის მფლობელის შვილი, კელი ვუდრაფი. მისივე თქმით, სახლთან ბევრი ადამიანი მიდის ფოტოების გადასაღებად.
ტრაფარეტზე მოთავსებული ყვავილები, რომელიც ნამუშევრის ნაწილი იყო და ასევე ნახატის დასაცავად გაკრული პლასტმასის ფირფიტა მოიპარეს. ვუდროფების ოჯახს ქალაქის საბჭოში ურჩიეს, რომ სახვითი ხელოვნების კონსერვაციის საერთაშორისო სახელოსნოს მიმართონ.