„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განიხილავა ორი კვირით გადაიდო

პუბლიკა

პარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა ორი კვირის ვადით გადადო.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა თუმცა, არც ერთი არსებითი სამართლებრივი არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. ხალხს ჰგონია კომპეტენციების გამიჯვნას შეეხება ეს ნორმა. არადა განხილვის შესაძლებლობაზეა ლაპარაკი. ეს ყველამ კარგად ვიცით.

ამიტომ, ის ოდნავ საკამათო არგუმენტი – ასე ჩქარა რატომ განვიხილავთ, რომ გამოვრიცხოთ, ორი კვირის ვადა მივცეთ ოპონენტებს და შემდეგ იგივე წესით განვიხილოთ. ორი კვირის განმავლობაში მობრძანდით, წარმოადგინეთ სამართლებრივი არგუმენტები “,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცვლილებები კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს შეეხება.


მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კანონპროექტის ინიციირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე.