როდესაც კონსტიტუციას არღვევს პრეზიდენტი, ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა,  გარეთ გამოგვეტანა - კობახიძე

პუბლიკა

„როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი ეს არის, რა თქმა უნდა, ერთგვარი ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა  გარეთ გამოგვეტანა“, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას – რატომ დუმდა „ქართული ოცნება“ აქამდე, თუკი პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევდა?

„პასუხი არის მარტივი, „ქართული ოცნება“ უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ არ გვინდოდა, ეს ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ. ეს არის ჭუჭყი, როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი ეს არის, რა თქმა უნდა, ერთგვარი ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა.

იგივე, ვიზიტებთან დაკავშირებით დაარღვია კონსტიტუცია პრეზიდენტმა, ესეც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გარეთ გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტილება ამაზე საუბრის დაწყების თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.