საუბარია მოსახლეობის განწყობაზე, ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილნი - პესკოვი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი პატივისცემითაა განწყობილი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილის მიმართ, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ამ მიმართულებით [რეფერენდუმის თვალსაზრისით] მათ არაფერი მოუმოქმედებიათ.

„არ შემიძლია, გამოვხატო რაიმე პოზიცია. ჩვენ ამ კუთხით არანაირი – არც იურიდიული და არც სხვაგვარი ქმედება არ განგვიხორციელებია. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი მიდის სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განწყობაზე, ჩვენ მათ მიმართ პატივისცემით ვართ განწყობილნი”, – განაცხადა პესკოვმა.


გუშინ, 30 მარტს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.